მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინი, რომ კონფლიქტის გამო საქართველო შეიძლება დერეფანი გახდეს ტვირთებისთვის, არასწორია - "სოფმარი"

6251b670bbf90
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 23:33
6405
„მოლოდინი, რომ კონფლიქტის გამო საქართველო შეიძლება ერთგვარი დერეფანი გახდეს ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ტვირთებისთვის, არასწორია“ - ამის შესახებ Forbes Talks-ში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ ალანიამ განაცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რომ ყოფილიყო, ამ მხრივ მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პროექტის თანახმად პორტი 100 მილიონ ტონაზე იყო გათვლილი. უკეთ წარმოდგენისთვის, ეს არის ილიჩევსკის ნავსადგურის ზომა“ - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.

მისივე თქმით, ძალიან რთული მდგომარეობაა ფოთის პორტში. იგი აშენდა მშრალი ტვირთებისთვის, პროფილი დღესაც შენარჩუნებული აქვს, თუმცა მისი 15 ნავმისადგომიდან სრულყოფილად მხოლოდ 3 მუშაობს, მეოთხე, მეხუთე და მერვე.

„ნაყარი ტვირთებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების თემა უკეთეს მდგომარეობაშია. ბათუმის პორტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელსაც წელიწადში 10-12 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია“ – განაცხადა ვახტანგ ალანიამ.