02.ივლისი .2020 09:00

მოლოდინის რეჟიმშია ყველა, რომ აღდგეს საერთაშორისო ფრენები - „ლე მერიდიენი"

views 461
უკან

„მოლოდინის რეჟიმშია ყველა, რომ დროულად აღდგეს საერთაშორისო ფრენები“, - ამის შესახებ bm.ge-ის სასტუმრო „ლე მერიდიენი“ პიარ-მენეჯერმა კატია აბსანძემ განუცხადა.

„არის ინტერესი რუსეთიდან, უკრაინიდან, ასევე, ისრაელიდან, თუმცა შეჩერებული ფრენების გამო, ჯერჯერობით, კონკრეტული ჯავშნები არ შემოსულა სასტუმროში, მაგრამ გვეხმიანებიან ტურისტული სააგენტოები, რომლებიც საქართველოში დიდი ჯგუფების ჩამოყვანას და ზაფხულის გატარებას გეგმავენ; ამ დროისთვის კი მოლოდინის რეჟიმშია ყველა, რომ დროულად აღდგეს საერთაშორისო ფრენები“, - აღნიშნა კატია აბსანძემ.

სტუმრებს უკვე იღებს „ლე მერიდიენის“ რესტორანი „ლა ბრასერიშიც“. „რესტორანში სტუმრების სიმცირეს არ ვუჩივით. უახლოეს მომავალში, უსაფრთხოების ზომების დაცვით ღონისძიებების განახლებასაც ვგეგმავთ“, - აღნიშნა კატია აბსანძემ.
ცნობისთვის: სასტუმრო „ლე მერიდიენი“ 8 ივნისიდან გაიხსნა. მას აქვს ფრანგულ-ქართული კონცეფციის რესტორანი, სპა, დახურული და ღია აუზებით.

რაც შეეხება უსაფრთხოების სტანდარტებს, მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ყველა რეგულაცია დანერგილია და სტაფი გადამზადებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა