მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომართვიანობა პანდემიამდელ მაჩვენებელს უახლოვდება - გია გვარამიას კლინიკა

6329bb0620f98
ვიქტორია მღებრიშვილი
25.09.22 20:35
677
გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დამფუძნებელ გია გვარამიას თქმით, მიმდინარე წელს ესთეტიკური ცენტრის დატვირთვა, პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 80-85%-ით აღდგა.

ესთეტიკური სილამაზის ბიზნესის მდგომარეობასა და მომხმარებელთა განწყობებზე გია გვარამიამ BM.GE-ის კითხვებს უპასუხა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის კლინიკა თბილისში 9 ფილიალს და 85 თანამშრომელს აერთიანებს და მომხმარებელს ესთეტიკური მედიცინისა და ქირურგიის სრულ სპექტრს სთავაზობს.

„პანდემიის პერიოდში, მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით, 3 ფილიალის დახურვა მოგვიწია. მომხმარებლისთვის კი პროცედურები და ოპერაციები უფრო მეტად სანდო გახდა. ამავე დროს, გადახდისუნარიანობის შემცირებამ მომართვიანობის შეამცირა. რაც შეეხება იმას - რომელ მომსახურებაზე გაიზარდა მოთხოვნა, ეს უფრო ნაკლებფასიანი პროცედურებია. ზოგადად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შემცირებულია, რაც ესთეტიკური მომსახურების მიღების სურვილზე უარყოფითად აისახება“, - ამბობს გია გვარამია.

მიუხედავად ამისა, ესთეტიკური კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კლინიკაში მიმართვიანობის აღდგენა კარგი ტემპით მიმდინარეობს. გია გვარამია იმასაც აღნიშნავს, რომ ბიზნესის ხარჯებიც გაზრდილია, თუმცა მსყიდველუნარიანობის შემცირების პირობებში მომსახურების ღირებულება უმნიშვნელოდ გაიზარდა.

„2022 წელს მომართვიანობა საგრძნობლად გააქტიურდა და 2019 წლის მაჩვენებლის 80-85 %-ს უტოლდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ხარჯები დაახლოებით 10-15 %-თ გაიზარდა. თუმცა მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენთან ფასების ზრდა უმნიშვნელოა“, - აღნიშნა ესთეტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ კომპანია -ტრადიციულად, მოგების 40-50%-ს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისკენ მიმართავს.