მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომართვიანობის შემცირების მიუხედავად, არამიზნობრივი ზარები არ მცირდება“ -112-ის დირექტორი

5fe5ab3a2e102
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 13:07
607
„მომართვიანობის შემცირების მიუხედავად, არამიზნობრივი ზარები არ მცირდება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 12“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პანდემიური ფონისა და მაღალი მომართვიანობის მიუხედავად 112-ში არამიზნობრივი ზარების რაოდენობა არ შემცირებულა. ყოველდღიურად 112-ში არამიზნობრივი მომართვიანობა დაახლოებით 30%-ია.

მოვუწოდებ, თითოეულ მოქალაქეს რომ 112 გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დახმარება გვესაჭიროება“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

112-ის დირექტორმა პანდემიის პერიოდში მომართვიანობის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ზარების რაოდენობა შემცირებულია.

„რაც შეეხება ბოლო ტენდენციებს, მომართვიანობა 112-ში შემცირებულია, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ-კონსულტაციებთან მიმართებაში. მომართვიანობა დაახლოებით 38%-ით, ხოლო საშუალო დღიური მომართვიანობა დაახლოები 31%-ით არის შემცირებული.

რაც ყველაზე საინტერესოა, ბოლო 6 თვეში ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა 20 დეკემბერს. დაახლოებით 10 000 ზარი იყო, მაშინ როდესაც პანდემიის ფარგლებში ჩვენ ვღებულობდით 30 000-მდე ზარს.

დარწმუნებული ვართ და გვეიმედება, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და სასწრაფოს დახმარება უფრო ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდება“, - აღნიშნა არსოშვილმა.