მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი covid-შემთხვევა გვექნება“ - ამირან გამყრელიძე

5fc9fc56e4ab9
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 13:11
1235
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფიცირების შემთხვევების მატებას გაფართოებულ ტესტირებას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ტესტების რაოდენობა, დღიურად, 20 000-მდე გაიზრდება.

„მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი შემთხვევა გვექნება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე და გაფართოებული ტესტირების პოზიტიურ მხარეზე საუბრობს. მისი თქმით, ინფიცირების ადრეული და უსიმპტომო შემთხვევების გამოვლენა სწრაფი რეაგირების საშუალებას შექმნის.

„ჩვენ თუ მანამდე ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი დილის მონაცემებით, 1 442 არის მხოლოდ ანტიგენის ტესტით და 3 600 PCR-ით გამოვლენილი. მომავალ დღეებში რომ გაფართოვდება, კიდევ უფრო მეტი შემთხვევა გვექნება. გაფართოებული ტესტირების დროს ჩვენ უფრო მეტ შემთხვევას ვავლენთ, მაგრამ ადრეულ ეტაპზე, შედარებით მსუბუქ ან უსიმპტომო ადამიანების გამოვლენით, მათი სწრაფი იზოლირება უკეთეს შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა