მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ კვირას კიდევ იგეგმება საწვავზე ფასების შემცირება - სოსო ფხაკაძე

5e727d9ab85a3
თამთა ჯიჯავაძე
18.03.20 23:58
1612
ჩვენ ბოლო თვის განმავლობაში დაახლოებით 4-ჯერ შევამცირეთ ნავთობპროდუქტებზე ფასები, ბოლო შემცირება იყო რამდენიმე დღის წინ, მომავალ კვირაში კიდევ იგეგმება შემდეგი შემცირება, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ორ კომპონენტზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის შიგნით და არამარტო ჩვენი ქვეყნის, ნავთობპროდუქტებზე ფასები. ეს არის ზოგადად საერთაშორისო ბაზრის კონიუქტურა და იქ არსებული ფასები და მეორე არის გაცვლითი კურსი. თქვენ იცით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შიდა სავალუტო ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა. ჩვენ მივესალმებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ განხორციელდეს სავალუტო ინტერვენციები, ვფიქრობ ეს აუცილებელია. და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დასტაბილურდეს შიდა სავალუტო ბაზარზე ვითარება, მაგრამ ბიზნესიც ბუნებრივია უყურებს იმ ვითარებას, რა ვითარებაც არის კონკრეტულ მომენტში ჩამოყალიბებული და ძალიან კარგია რომ ლარის კურსის დევალვაციას, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი, დაემთხვა ნავთობის ფასების შემცირება და ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ საშუალება გვაქვს, კიდევ უფრო შევამციროთ ნავთობპროდუქტებზე ფასები“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბოლო მონაცემებით, WTI-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 22,08 დოლარი ღირს. ხოლო "ბრენტის" ტიპის ნავთობი 27,46 დოლარი.