მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ კვირას საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დისტანციური სხდომა გაიმართება

5e92c178098ca
თელარა გელანტია
12.04.20 11:19
1495
მომავალ კვირას საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ამის შესახებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განუცხადა. მისი თქმით, საინვესტიციო საბჭოს სხდომა დისტანციურად ჩატარდება.

საბჭოს სხდომის განსახილველ თემებს შორისაა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი და მასთან დაკავშირებით სებ-ის შენიშვნა/კომენტარები. ასევე, საპენსიო ფონდში დაგროვილი 86 მლნ ლარის ინვესტირების საკითხი, რადგან აღნიშნული თანხა ამჟამად სებ-სა და კომერციული ბანკებში მიმდინარე სარგებლიან ანგარიშზეა განთავსებული. შეგახსენებთ, რომ უკვე განხორციელდა 590 მლნ ლარის ინვესტიცია ადგილობრივი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებზე (14.8%) და ამ თანხას დაერიცხა 10 მლნ ლარის სარგებელი.

ცნობისთვის: 5-წევრიანი საბჭო ერთადერთმა ქართველმა წევრმა დავით წიკლაურმა 1 აპრილიდან დატოვა. ის „ლიბერთი ბანკში“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე დაინშნა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივიე რუსო უძღვება. მისი წევრები კი არიან - ჟან-ფრედერიკ პოლსენი; ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი. საინვესტიციო საბჭოს წევრები საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას 2019 წლის ივნისში შეუდგნენ. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ დრომდე არ შეუმუშავებია. bm.ge-ის ინფორმაციით, ის საბჭომ მოამზადა და მიმდინარე წლის თებერვალში დრაფტი ეროვნულ ბანკში განსახილველად გადაგზავნა, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.