თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა ამბობს, რომ თხილზე ფასი შემცირებულია და ახლო პერიოდში ფასის მატების მოლოდინი არ აქვთ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე თხილი 4-5 ლარი ღირს.
“სავარაუდოდ, ეს ფასი შენარჩუნდება აგვისტომდე, თხილის აღების ახალ სეზონამდე. იქამდე არ მგონია ფასი რადიკალურად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამისი საფუძველი არ არსებობს. ამ ფასს განაპირობებს ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით. მეორე ფაქტორი არის მოთხოვნის შემცირება ევროპაშიც და რუსეთ-უკრაინაშიც. როგორც წესი სეზონის ბოლომდე თხილი არ გვრჩებოდა ხოლმე, მარტ-აპრილში მის გაყიდვას ვასრულებდით, თუმცა წელს დიდი მოსავლიდან გამომდინარე სეზონი შედარებით გაიწელა”, - აცხადებს ქარდავა.
მწარმოებელთა ასოციაციის მოლოდინით წელს თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით მცირე იქნება. ლევან ქარდავას ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში მოყვანილი თხილის მოცულობა 60 ათასი ტონის ფარგლებში იყო, ამ სეზონზე კი 50-55 ათასი ტონა მოსავლის მოლოდინი აქვთ, თუმცა მოლოდინებზე შედარებით ზუსტი ინფორმაცია ივნისში გახდება ცნობილი.
“მომავალ სეზონზე თხილის გაყიდვის მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემა არ იქნება. ჩვენი საექსპორტო ბაზრის უდიდესი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. რუსეთ-უკრაინის ბაზარს მხოლოდ 5% უჭირავს. მხოლოდ ლოჯისტიკა იცვლება, რადგან აღმოსავლეთ ევროპისთვის თხილის მიწოდება რთულდება. აქამდე თუ ლარსის გავლით რუსეთში გადადიოდა, ხოლო შემდეგ ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში, ახლა გვიწევს თურქეთი-ბულგარეთით თხილის გადატანა, რამაც ლოჯისტიკა გაართულა. მოთხოვნის მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდებით. ევროკავშირი თუ შეიძენს თხილს, ჩვენც უპრობლემოდ გავყიდით. ივლისი-აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდება კომპანიების წინასწარ კონტრაქტების მიხედვით თხილს რა ფასი ექნება. რადგან წინასწარი კონტრაქტები არ გაფორმებულა, ამ ეტაპზე თხილის ფასზე საუბარი ნაადრევია”, - ამბობს ქარდავა.
კიდევ ერთი პრობლემა ფაროსანას საკითხია, რაც როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მეთხილეობის დარგში მუდმივად დგას. ლევან ქარდავა ფერმერებს მოუწოდებს თხილის პლანტაციებს მოუარონ, რადგან ეს ფაქტორი შემდგომში მის ფასს განსაზღვრავს.
ქარდავას მაგალითად კახეთის რეგიონი მოჰყავს და ამბობს, რომ იმის გამო, რომ გასულ წელს კახეთში მოყვანილი თხილი უფრო ხარისხიანი იყო, ამ რეგიონში ის სამეგრელო-გურიასთან შედარებით ბევრად ძვირი ღირდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველომ 118 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 25 ათასი ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ