მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამე გაიაფდება - ეკონომისტი

618508eb5a374
ინგა მურუსიძე
05.11.21 19:44
923
ვფიქრობ, მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გაიაფდება, უბრალოდ გაძვირების ტემპი აღარ იქნება სწრაფი, - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა „საქმიანი დილას“ „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

„მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებლის დაბრუნება 3%-იან ნიშნულზე ძალიან მეეჭვება, რადგან ეგ არ მოხდება და შეიძლება კარგიც არ იყოს. თუმცა ვფიქრობ, რომ მაჩვენებელი შემცირდება, გლობალური ტრენდიც ჩაწყნარდება. ინფლაციის შემცირება გულისხმობს არა იმას, რომ რამე გაიაფდება, უბრალოდ გაძვირების ტემპი აღარ იქნება ასეთი სწარაფი“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 27 ოქტომბერს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითა, რომ საბაზო პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და ის წლის მეორე ნახევარში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.