მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს ორ BOING – 767-ს დავიმატებთ - Georgian Airlines

6325ade7e9a8a
მარიამ იზორია
17.09.22 20:02
938
ავიაგადამზიდი კომპანია „Georgian Airlines“-ი მზარდი მოთხოვნის გამო, ფლოტის გაზრდაზე მუშაობს და დაახლოებით 1 თვეში ახალ ბორტს დაამატებს.

როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, მომავალ წელს დამატებით ორი - BOING 767-ის, დიდი ტვირთამწეობის თვითმფრინავიც დაემატებათ და თუ ახლა კომპანიის თითო ბორტს ერთჯერადად 24 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია, ახალი თვითმფრინავები 60 ტონას გადაზიდავენ.

„Georgian Airlines-მა ოპერირება 2021 წელს დაიწყო და მას შემდეგ გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ახლა ორი ბორტი გვყავს, რომელიც სრულად არის დატვირთული, მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, ამიტომ, დაახლოებით 1 თვეში მესამე ბორტი დაგვემატება, მომავალ წელს კი ორი BOING – 767. ერთი თვითმფრინავი 60 ტონა ტვირთის გადაზიდვას შეძლებს.

ვფიქრობ, ახლა მოთხოვნის ზრდა რეგიონში შექმნილმა მდგომარეობამ იქონია. ბევრი ავიაკომპანია სანქციების ქვეშ მოექცა და ბაზარი აუთვისებელი დარჩა“ - აცხადებს ირაკლი მეზვრიშვილი.

რაც შეეხება Georgian Airlines-ის გადაზიდვების ტარიფებს, როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, საწვავის ფასის ზრდის გამო, გადაზიდვის ფასი წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციისთვის: Georgian Airlines-ი გადაზიდვებს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ახორციელებს.