მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომავალ წელს თამბაქო, სავარაუდოდ, კიდევ 40 თეთრით გაძვირდება"

5e01fde83e83f
ინგა მურუსიძე
24.12.19 19:00
1734
მომავალ წელს თამბაქოს ფასი, სავარაუდოდ, კიდევ 40 თეთრით გაიზრდება, - ასე უპასუხა British American Tobacco (BAT)-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ „საქმის კურსის“ წამყვანის კითხვას იმის შესახებ, 2020 წელსაც გაძვირდება თუ არა თამბაქო.

“სამწუხაროდ, აქციზის ზრდის ეფექტი ამოწურული არ არის. აქციზის რადიკალური ზრდის გამო მოგვიწია ფასის თანდათანობით ზრდა იმისთვის, რომ მძიმე ეფექტი არ მიგვეღო ჩვენი მომხმარებლების მხრიდან. ამიტომ რამდენჯერმე მოხდა ფასის მომატება. ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის აბსოლუტური მაჩვენებელი 2.50 ლარია, ჯერჯერობით, მიღწეული ნიშნული არის 1.90 ანუ 40 თეთრი კიდევ დარჩა. მთელი ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ გვქონდეს სამოქმედო გეგმა. თუ ჩვენ გვექნება გეგმა, მაშინ როგორც კომპანიებს, ისე მომხმარებლებს გვეცოდინება, როდის და რანაირად მოხდება ფასის გაძვირება და მათზე ეს არ აისახება ცუდად. ამ ყველაფერს ემატება ლარის გაუფასურება და ინფლაცია. ეს ყველაფერი კი, არც ისე კარგად აისახება ფასზე და პლიუს ეს ყველაფერი წამგებიანია ბიუჯეტისთვის. რადგან აქციზიდან შემოდინებები, რომელიც 400 მილიონით არის შემცირებული, სახელმწიფო ბიუჯეტს დარტყმას აყენებს", - განაცხადა სხვიტარიძემ. 

ცნობისთვის: მისივე ინფორმაციით, დღეს თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა.