30.ნოემბერი .2021 23:26

მომავალ წლიდან მართვის მოწმობის აღება გართულდება და გაძვირდება - რა დაგიჯდებათ ის?

მომავალ წლიდან მართვის მოწმობის აღება გართულდება და გაძვირდება - რა დაგიჯდებათ ის?
views 2272
უკან

მომავალი წლიდან საქართველოში მართვის მოწმობის აღება გართულდება და გაძვირდება. 2022 წლის 25 აპრილიდან ძალაში ახალი ნორმატიული აქტი შევა, რომელიც თეორიულ გამოცდასთან ერთად ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს.

გამოცდაზე რეგისტრაციის ჯამური თანხა 130 ლარი იქნება, საიდანაც 40 ლარი თეორიის, 90 ლარი კი რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარების ღირებულებაა.

გამოცდაზე რეგისტრაციის გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველებს მეტის გადახდა მოუწევთ ავტოსკოლებისთვისაც. ავტოსკოლა „არტ დრაივში“ აცხადებენ, რომ თუკი დღეს მოსწავლეებს დახურულ მოედანზე საშუალოდ 6 პრაქტიკული გაკვეთილის გავლა სჭირდებათ, ამას მომავალი წლიდან ქალაქში საშუალოდ 10 სავალდებულოდ გასატარებელი გაკვეთილი დაემატება. შედეგად დღეს არსებული 300 ლარი დაახლოებით 700-800, ზოგიერთი ავტოსკოლის შემთხვევაში კი შესაძლოა 1000 ლარამდეც გაიზარდოს.

ავტოსკოლები ვარაუდობენ, რომ ცვლილებების ძალაში შესვლა ბაზარზე არსებული 1000-მდე ავტოსკოლიდან დაახლოებით ნახევრის დახურვას გამოიწვევს.

„საშუალოდ მოედანზე 6-7 გაკვეთილი, 3-დან 7 გაკვეთილამდე სჭირდებათ. 30 ლარი ღირს ერთი გაკვეთილი ადგილზე, ქალაქში რომ გახვალ ცვეთა და ბენზინის წვა მოგეხსენებათ გაიზრდება და ცვლილება დაახლოებით 10 ლარი იქნება, ანუ დაახლოებით 40-45 ლარი ეღირება ქალაქში ერთი გაკვეთილი. ამ ეტაპზე თუ უჯდებათ პრაქტიკა-თეორია ერთად 300 ლარი, მერე დაუჯდება 700-800, შეიძლება 1000 ლარამდეც", - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა