მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი კვირის დასაწყისში ბერლინიდან მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისი იგეგმება - ზალკალიანი

5e775e214441e
დავით ჯალაღონია
22.03.20 16:44
979
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მომავალი კვირის დასაწყისში ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისი იგეგმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„რაც არის დაგეგმილი, მომავალი კვირის დასაწყისში იქნება რეისი ბერლინიდან და ამ მიმართულებაზე ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ გერმანიაში იმყოფებოდნენ, არამედ გერმანიის გარშემო, მათაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ბერლინიდან გამოყვანა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოყვანას, მთავრობასთან შეთანხმებით, "საქართველოს ავიახაზები" ახორციელებს.