16.ნოემბერი .2022 22:00

მომავალი წლიდან კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა, სადაზღვევო და აგრარული სექტორების მონიტორინგი დაიწყოს

მომავალი წლიდან კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა, სადაზღვევო და აგრარული სექტორების მონიტორინგი დაიწყოს
views 522
უკან

მომავალი წლიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შესაძლოა, ახალი ბაზრების მონიტორინგი დაიწყოს. საუბარია სადაზღვევო და აგრარულ სექტორებზე.

როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, მიმდინარეობს ბაზრის მონაწილე მხარეებთან მუშაობა და საკმარისი საფუძვლის შემთხვევაში, მონიტორინგი მომდევნო წელს განხორციელდება.

„ახლა განვიხილავთ რამდენიმე განაცხადს. ერთი ეხება სადაზღვევო სექტორს და საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეულ საკითხზე შეფასებებს. მეორე მიმართულება არის აგრარული სექტორი, სადაც ასევე ვმუშაობთ ამ ბაზრის მონაწილე მხარეებთან.

ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს სექტორი შესაძლოა საჭიროებდეს უფრო მეტ კონკურენტუნარიანობას და გამჭვირვალობას. საკმარისი საფუძვლის შემთხვევაში, მივიღებთ ბაზარზე მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილებას. ეს იქნება ალბათ უფრო მომავალ წელს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა