25.დეკემბერი .2019 13:37

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება

views 200
უკან

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება- ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში გადამზადდებიან როგორც ექიმები, ასევე მოხდება სამედიცინო დაწესებულებების ხარისხობრივი აღჭურვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომავალი წლისთვის იგეგმება, ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. ეს ითვალისწინებს ექიმების ხარისხობრივ გადამზადებას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ასევე კონტროლის დაწესების კუთხით გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

პირველადი ნაბიჯები დაიწყება როგორც სოფლად, ასევე ისეთი დიდ ქალქებში როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. იმედი გვაქვს, გვექნება ის შედეგები, რა მოლოდინებიც გვაქვს“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა