მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი წლიდან "საირმე" ინგლისში ექსპორტზე გავა

6346c25743b33
ლიკა გურაბანიძე
15.10.22 20:17
974
“საირმე” ექსპორტზე მინერალურ და მტკნარ წყლებს პოსტ საბჭოთა ქვეყნების შემდეგ, ევროპის ბაზარზე პირველად ინგლისში გაიტანს. როგორც bm.ge-ს “საირმეს” ექსპორტის დირექტორმა ლევან კასრაძემ განუცხადა, ინგლისში ექსპორტი საცდელი იქნება და კომპანია ამ ქვეყანაში თავდაპირველად ერთ კონტეინერს შეიტანს.

“რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ევროპის ბაზარზე დივერსიფიცირება გადავწყვიტეთ და ინგლისის ბაზრიდან დაინტერესება გვაქვს. მომდევნო კვირას ინგლისში ჩვენი წყლების საცდელი პარტია წავა და პარტნიორის მხრიდან გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება მოხდება, ჩვენ კი მომავალში ევროპის ბაზრის განვითარების შესახებ უფრო ნათელი სურათი გვექნება. ასევე გვეცოდინება ისიც, თუ რომელი სეგმენტის მომხმარებლები გვეყოლება”, - აღნიშნა ლევან კასრაძემ.

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა, საექსპორტო ბაზრები კი დაკორექტირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი წლიურად 27.8%-ით შემცირდა და ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზებით 66.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში მინერალურმა და მტკნარმა წყლებმა 1.9%-იანი წილით მე-9 ადგილი დაიკავა. როცა გასული წლის ამავე პერიოდში მე-6 ადგილს იკავებდა. იმ დროისთვის წილი მთლიან ექსპორტში 3.5% იყო.