მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი წლის ზამთარში ჩვეულებრივთან მიახლოებული ცხოვრებით ვიცხოვრებთ - იმნაძე

6037a1166a77b
ინგა მურუსიძე
25.02.21 18:22
4673
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მომავალი წლის ზამთარში ჩვეულებრივთან მიახლოებული ცხოვრებით ვიცხოვრებთ. მისი თქმით, ალბათ წლის ბოლომდე მოგვიწევს პირბადესთან და დისტანციასთან შეგუება.

„ვიდრე არ დამთავრდება იმუნიზაციის ფენის შექმნა ვაქცინაციის საშუალებით და მოსახლეობის 60% არ იქნება აცრილი, მოგვიწევს პირბადესთან და სოციალურ დისტანციასთან ერთად ცხოვრება. დანარჩენი შეზღუდვები დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ გახსნისას დავიცვათ წესები. საჭირო არ უნდა გახდეს კვლავ რაღაცეების აკრძალვა, შეზღუდვა. ბიზნესმა ჩვენზე კარგად იცის, რომ თუ არ დაიცავს წესებს, ისევ ბიზნესს მოუწევს დახურვა.

აქედან გამომდინარე, სწორედ ბიზნესის ინტერესშია, რომ დაიცვას ის წესები, რაც არის დადგენილი. რაც შეეხება დანარჩენს, ვაქცინაცია მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალი წლის ზამთარში ვიქნებით უფრო მშვიდად და ჩვეულებრივთან მიახლოებულ ცხოვრებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში.

მან იმასა გაუსვა ხაზი, რომ მაგალითად იაპონიასა და აღმოსავლეთის სხვა კულტურებში პირბადის ტარება ზამთარში ჩვეულებრივი წესია.