მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ” – „არქის“ დამფუძნებელი კომპანიის გეგმებზე

60e99fc75ad91
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 10:15
1904
„ახლა არსებულ და უახლოეს პერიოდს ვერ მვიხსენიებთ, როგორც პოსტპანდემიურს, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ“, - ასე აფასებს ეკონომიკასა და სამშენებლო სექტორში პანდემიის გავლენით შექმნილ მდგომარეობას დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, კომპანია განვითარების გეგმების შეცვლას არ აპირებს და მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც განახორციელებს.

„გვაქვს ჩვენი აქტივობების განვითარების გეგმები თბილისში, ასევე ქობულეთში, ბათუმში, მთის კურორტებზე. ამ მიმართულებით რამდენიმე სერიოზულ პროექტს განვიხილავთ და უახლოეს პერიოდში ამ გეგმის განხორციელებას დავიწყებთ, განსაკუთრებით ეს ეხება ქობულეთში, ბათუმსა და ბაკურიანში ტურისტულ ობიექტებს.

დღეისთვის 20 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც ჩვენს მომხმარებელს გაწერილ დროში ჩაბარდება. მომხმარებლზე ორიენტირებულობიდან გამომდინარე ჩვენი მთავარი მიზანია „არქელებმა“ იმაზე მეტი მიიღონ, ვიდრე კონტრაქტითაა გაწერილი. მაგალითისთვის შესაძლოა ხელშეკრულებაში იდოს, რომ დახვდებათ ჩინური ლიფტი, თუმცა მივიდნენ და ევროპული ლიფტი დახვდეთ. გვინდა, მომხმარებლის მოლოდინს გადავაჭარბოთ“, - აცხადებს ილია წულაია.

„არქის“ დამფუძნებლი აცხადებს, რომ პანდემიამ ბაზარზე გამოწვევები შექმნა, თუმცა კომპანიისთვის ეს გასაკვირი არ იყო.

„2019 წელთან შედარებით 2020 წელს გაყიდვებში ვარდნა იყო, თუმცა 2021 წლიდან ბაზარი გაჯანსაღდა და მინდა ვთქვა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება. მომხმარებელი საკმაოდ გააქტიურებულია, რაც ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზეც კარგად აისახება“, - აღნიშნა „არქის“ დამფუძნებელმა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის კომპანია 2 200 სამუშაო ადგილს ქმნის. ოპერირების 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში კი ბიუჯეტში 300 მლნ ლარზე მეტი აქვს შეტანილი.