მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 10 წელში რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 32 მლრდ დაიხარჯება - პრემიერი

60fa6bee36001
ინგა მურუსიძე
23.07.21 11:17
457
"მომდევნო 10 წელიწადში რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 32 მლრდ ლარი დაიხარჯება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხა გზების, ხიდების მშენებლობას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პრემიერმა დონორებს პროექტების განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 32 მლრდ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში. დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ესენია - გზების და ხიდების მშენებლობა; ზოგადად, დავიწყეთ ასევე რეგიონებში ურბანული განვითარების პროექტები, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში.

ქვეყანაში გამოწვევები კვლავ რჩება, თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი; გამოწვევად რჩება გზების შენახვა-რეაბილიტაცია და აღდგენა, ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება. მომდევნო წლებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება. ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.