მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში „სმარტის“ კიდევ 20 სუპერმარკეტი გაიხსნება - ფხაკაძე

633a9d95c85a3
თელარა გელანტია
04.10.22 10:00
725
მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში „სმარტის“ კიდევ 20 სუპერმარკეტი გაიხსნება.

ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

„სმარტების“ განვითარება ავტოგასამართ სადგურებსა და ავტობანებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში - ეს არის ჩვენი კონცეფცია და ამას ვაგრძელებთ. შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში, გვსურს, კიდევ 20 სუპერმარკეტი გავხსნათ.

ბიზნესმენები პრაგმატული ხალხი ვართ - იმ ბიზნესს, რომელიც კარგად მუშაობს სულ ვავითარებთ. ამდენად, რამდენი სუპერმარკეტის გახსნის საშუალებასაც მოგვცემს საბაზრო კონიუნქტურა, იმდენს გავხსნით“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ, თუმცა სამომავლო ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა არ დაუკონკრეტებია.

"ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, „სმარტის“ 32 სუპერმარკეტია.

ოქტომბერში “სმარტი” გლდანშიც გაიხსნება და მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამურად ბრენდი 35 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამასთან, როგორც კომპანიაში bm.ge-ის უთხრეს, დღეის მდგომარეობით, "სმარტში“ 600-მდე ადამიანია დასაქმებული და 2-3 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 1000-მდე გაიზრდება.