„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა კლასიფიკაციის პროცესი, რაც მოიაზრებს საწარმოთა დაყოფას ორ კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად და არაკომერციულ საწარმოებად.
„ჩვენ უკვე ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების კლასიფიცირებას და შემოგვაქვს ორი ჯგუფი - ერთი სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც არის გამართული და ეკონომიკურად მდგრადი და მეორე - არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სოციალურ ან არაკომერციულ ტვირთს ატარებენ და აქედან გამომდინარე, მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფისკალური რეფორმის კუთხით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი ორგანიზაციების ვალდებულებები და ხარჯები სრულად აისახება ანგარიშგებაში და იქნება დამატებითი სტიმული მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი