მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა - გახარია

60d60dab0da9c
თელარა გელანტია
25.06.21 21:07
1682
„მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა. ამის გასარკვევად ვრეკავდი“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში იმ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც თანამდებობიდან გადადგომამდე მის მიერ ბიძინა ივანიშვილთან განხორციელებულ ზარს შეეხებოდა.

„ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე; მინდა, რომ ეს ფურცელი გადავფურცლოთ, გიპასუხებთ და დახურეთ ეს თემა. მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი" - განაცხადა გიორგი გახარიამ.