მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო - გამყრელიძე

5ed3856357543
BM.GE
31.05.20 15:20
1803
მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო, პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამრელიძემ Faceboo live-ში საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს.

"რაღაც მომესმა, რომ ზოგერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. ამის გაკეთება დანაშაულია, პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კოვიდთან ბრძოლაში არის ერთ-ერთი მთავარი, სოციალურ დისტანცირებასთან ერთად. პირადი ჰიგიენის დაცვა არის სწორედ ერთჯერადი პირბადის გამოყენება და ის არ შეიძლება სხვამ გამოიყენოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.