მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომსახურების სექტორში 8-საათიანი სამუშაო დღის გაყოფა უნდა მოხდეს - ჩეხერია

6354eed1eac20
მარიამ ვარადაშვილი
23.10.22 11:53
2199
"სლოუ ჯგუფის" პარტნიორი და ბიზნესის განვითარების დირექტორი ვალერი ჩეხერია მიიჩნევს, რომ საქმიანობის სირთულიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია მომსახურების სექტორში ბიზნესმა დასაქმებულებს მათთვის მისაღები სამუშაო გრაფიკი შესთავაზოს.

როგორც ჩეხერიამ “ანალიტიკაში” თქვა, 8-საათიანი სამუშაო დღის დაყოფა და თანამშრომლებზე მორგება უნდა მოხდეს. 

“დღეს ადამიანს არ უნდა 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომსახურების სფეროში მუშაობდეს. ეს სექტორი საკმაოდ მძიმე სამუშაოსთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს საათების დაყოფა და დასაქმებულებზე მორგება. ამ სქემამ ევროპაში ძალიან კარგად იმუშავა. ამიტომ, ახლა ყველა ოთხ საათიან სამუშაო გრაფიკზე გადადის და ეს ხდება თანამშრომელზე მორგებით, რაც გულისხმობს მორიგეობით ერთმანეთის ჩანაცვლებას. რასაკვირველია, ანაზღაურება იყო ერთ-ერთი მოტივაცია, რადგან ფასები გაიზარდა. ამას გარდა, ასევე მნიშვნელოვანია დასაქმებულისთვის ცოდნის მიცემა, რათა სამუშაოსთან ერთად მიიღონ განათლება. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ჩვენმა ბიზნესმა, რათა მომხმარებელს კარგი მომსახურება შევთავაზოთ”,-ამბობს ჩეხერია.