მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომსახურების სერვის ცენტრების დახურვა სრულიად არასწორია" - BEKO-ს დირექტორი

5e84b21889648
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 09:00
865
"ჩვენ სერვის-ცენტრები დახურული გვაქვს და ეს სრულიად არასწორია",  - ასე აფასებს BM.GE-ისთან მთავრობის მიერ 204-ე დადგენილებით მომსახურების სერვისების მიწოდების შეზღუდვას, „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი.
 
მისი თქმით, ახლა როდესაც ყველა სახლშია, მომსახურების სერვისის მიწოდება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია.

„ახლა ონლაინ მაღაზიაზე უფრო მნიშვნელოვანი მომსახურების სერვის ცენტრების ფუნქციონირებაა, ამჟამად ყველა არის სახლებში, ხან მაცივარი უფუჭდებათ, ხან - უთო და ა.შ. თუ ჩვენ ვერ მოვემსახურებით, ეს პრობლემა იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც; სერვის-ცენტრები დახურული გვაქვს და ეს სრულიად არასწორია. ჩვენი იურისტი ამ საკითხზეც მუშაობს და იქნებ რამენაირად დაუშვან, რომ მომსახურების ცენტრები მაინც გავხსნათ და რამდენიმე კაცი მაინც ვამუშაოთ“, - ამბობს კომპანიის გენდირექტორი.

მეჰმედ მელექის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 68 მაღაზია 21 მარტიდან დაიხურა, ხოლო მომსახურების 7 სერვის-ცენტრმა მუშაობა მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეაჩერა.