მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომწოდებლები პროდუქციას ყოველთვიურად აძვირებენ... ფასები 20%-ით არის გაზრდილი“ - Diplomat Holding

619dfb03c04e3
ვიქტორია მღებრიშვილი
28.11.21 22:20
943
„მომწოდებლები პროდუქციას ყოველთვიურად აძვირებენ... ფასები 20%-ით არის გაზრდილი“ - ამის შესახებ ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგის“ პარტნიორმა დიმიტრი შენგელიამ, BM.GE-ის მიერ მსოფლიოში ინფლაციური პროცესების ქართულ ბაზარზე გავლენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეისთვის მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამო პროდუქტის როგორც წარმოების, ასევე ტრანსპორტირების ხარჯები გაზრდილია და ეს საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე მოქმედებს.

„მსოფლიოსა და საქართველოში დიდი ხანია პროდუქტის გაძვირება მიმდინარეობს და როდის გაჩერდება პროცესი, ამის თქმა რთულია. მსოფლიოში ინფლაციის პროცესი თუ გაგრძელდება საქართველო, გამონაკლისი ვერ იქნება და ეს აისახება მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტის ფასზე.

გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტირების, საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, პროდუქციის ფასები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. მომწოდებლები ფასებს ყოველთვიურად ზრდიან, რადგან საიმპორტო ბაზარზეც იზრდება როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ხარჯები იზრდება - შესაფუთ მასალებზე, ენერგო მატარებლებზეც გაიზარდა ფასები და ეს ხარჯები პროდუქტის ღირებულებას ზრდის“, - განმარტა დიმიტრი შენგელია.

ცნობისთვის: „დიპლომატ ჰოლდინგი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიური მოხმარების 1 000-ზე მეტი დასახელების საკვები პროდუქტის დისტრიბუციას 2002 წლიდან ახორციელებს და საქართველოს მასშტაბით 5 000-მდე ობიექტს ამარაგებს. კომპანია 200-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.