14.აგვისტო .2020 21:00

“მომწოდებლებმა ნედლეულზე ფასები გაგვიზარდეს” – TiflisTex-ის წინდები 10%-ით გაძვირდა

views 297
უკან

მომწოდებლებმა პანდემიის შედეგად ნედლეულის ფასები საგრძნობლად გაგვიზარდეს - ასე ხსნიან კომპანია TiflisTex-ში მათი წარმოების წინდებზე ფასის ღირებულების ზრდას.

კომპანიის ფინანსური დირექტორი ნინო მჟავანაძე BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, რომ ლარის კურსის მერყეობას, მათი პროდუქტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა COVID-19-ით გლობალურად შექმნილმა მდგომარეობამ მათი პროდუქტი მცირედით გააძვირა.

„ნედლეულის იმპორტი უცხოეთიდან ხორციელდება. მართალია ვალუტის ცვლილება საექსპორტო საქონლის ფასზე, ისეთ მკვეთრ გავლენას ვერ ახდენს, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მომწოდებლებმა პანდემიის შედეგად ნედლეულის ფასები საგრძნობლად გაგვიზარდეს, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი პროდუქციის ფასზეც იქონია გავლენა.

პანდემიის პერიოდში ასევე გაიზარდა ნედლეულის მოწოდების ვადები, რამაც ჩვენთვის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი შექმნა და შესაბამისად ჩვენ მიერ წარმოებული წინდების ღირებულება დაახლოებით 10%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ნინო მჟავანაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ტიფლის ტექსის“ სხვადასხვა სახეობის წინდები პანდემიამდე ადგილობრივ ბაზარზე 2-დან 10 ლარამდე ღირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა