17.ოქტომბერი .2020 16:14

მომხმარებელი უფრო ნაკლებ ფასიან პროდუქტზე გადაერთო - ნატახტარი

views 329
უკან

"ნატახტარის" კორპორატიული დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 2%-მდე გაიზარდა. მისი თქმით, მიუხედავად ზრდისა კომპანიებისთვის პრობლემაა, რომ შეიცვალე მოხმარების სეგმენტი და თუ აქამდე ეკონომ სეგმენტი 5%-ის ფარგლებში იყო, მიმდინარე სეზონზე ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზარდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი მოაკლდა ბიზნესს, რადგან მომხმარებელი უფრო ნაკლებ ფასიან პროდუქტზე გადაერთო. დღევანდელი ბაზარი ითხოვს ეკონომ სეგმენტს, რაც დაბალმარჟიანია. რეალიზებული პროდუქტის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ღირებულება შემცირდა და ეს არის პრობლემა“-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისი თქმით, ლუდზე ფასები მცირედით დაკორექტირდა და ზრდა მხოლოდ 1-3%-ის ფარგლებში იყო, რაც მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს პროდუქტის ღირებულებაზე. რაც შეეხება პროდუქციის ფასზე ლარის გაცვლითი კურისის გავლენას, ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ ხარჯები ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით ბალანსდება."წლის განმავლობაში ჩვენ ექსპორტზე 30 მლნ ლიტრ პროდუქტს ვყიდით"-აცხადებს ხუნძაკიშვილი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა