მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მომხმარებელი ყიდულობს არა პროდუქტს, არამედ სარგებელს, რომელსაც სთავაზობ” - ბილ რაიქარტი

647465c6b75f3
გიორგი არონია
04.06.23 12:00
738
“მომხმარებელი ყიდულობს არა პროდუქტს, არამედ სარგებელს, რომელსაც სთავაზობ”, - ასე პასუხობს ვენჩერული კაპიტალისტი და ინვესტორი, ბილ რაიქარტი BMG-ის მიერ ახალბედა ანტრეპრენიორებისთვის რჩევის მიცემის თაობაზე დასმულ შეკითხვას. ინვესტორის თქმით, ხშირად, ანტრეპრენიორები და სტარტაპერები პროდუქტზე ზედმეტად ფოკუსირდებიან და პროცესში, ბიზნესის მთავარი არსი ავიწყდებათ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შემიძლია ანტრეპრენიორებს მივცე, ესაა - კონკურენტულ შეთავაზებაზე კონცენტრირდით. ბევრი ანტრეპრენიორი ზედმეტად უღრმავდება პროდუქტს და იმ კომპანიების უმეტესობა, რომელთაც ჩვენ ვხვდებით, სწორედ პროდუქტზე ფოკურიდება. წესით, ეს ლოგიკურია, რადგან ფულს პროდუქტის გაყიდვით ვშოულობთ, ჰო? არა! კარიერის დასაწყისში, ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ მომხმარებელი ყიდულობს არა პროდუქტს, არამედ სარგებელს, რომელსაც სთავაზობ. ბევრი ანტრეპრენიორი ერთ ხეზე ფოკუსირდება და ავიწყდება, რომ ტყეში იმყოფება, ასე კი მთელი არსი იკარგება. არსი კი ისაა, რომ შენს სამიზნე მომხმარებელს საინტერესო სარგებელი შესთავაზო, რადგან გაყიდვების გენერირება და მასშტაბირება მხოლოდ ასე შეიძლება”, - აღნიშნავს ბილ რაიქარტი BMG-ისთან საუბრისას.

კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც ვენჩერული ინვესტორი ქართველ სტარტაპერებს აძლევს, იმის გააზრებას მოიაზრებს, რომ სტარტაპერობა გუნდური სპორტია და დამფუძნებლების მხრიდან ეგოს დაძლევას მოითხოვს.

“მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ანტრეპრენიორობა, მეწარმეობა და სტარტაპერობა გუნდური სპორტია, ასე რომ დამფუძნებლებმა კომპანია გუნდურად უნდა მოაწყონ და თანამშრომლები გუნდელებად აიყვანონ და არა დაქვემდებარებულებად ან მსახურებად”, - აღნიშნავს ბილ რაიქარტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ $2 მილიარდად შეფასებული Pegasus Tech Ventures-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ამერიკული ვენჩერული ფონდია, რომელმაც, სხვადასხვა დროს, ინვესტიცია SpaceX-ში, Airbnb-ში, Twitter-ში, 23&Me-ში, Coinbase-სა და სხვა არაერთ წარმატებულ მრავალმილიარდიან კომპანიაში განახორციელა. ამასთან, Pegasus Tech Ventures-ი ყოველწლიურ ჩემპიონატს, “სტარტაპების მსოფლიო თასს” ატარებს, რომლის გამარჯვებული, ინვესტიციის სახით, $1 მილიონ დოლარს იღებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, “სტარტაპების მსოფლიო თასის” რეგიონული ეტაპი საქართველოშიც ტარდება.