მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელს სწრაფ ტესტს ადგილზე უფასოდ ვუკეთებთ - "წისქვილი ჯგუფი"

61c1f5d8219b7
მარიამ ვარადაშვილი
21.12.21 19:30
2180
“მწვანე პასპორტის” სისტემის პირობებში “წიქვილი ჯგუფს”, რომელიც 6 რესტორანს აერთიანებს, მომხმარებელი არ შემცირებია. ამის შესახებ BMG-ის კომპანიაში განუცხადეს.

“ჩვენ, ისევე როგორც ნებისმიერი ბიზნესი, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს გაყიდვების მონაცემებს ჩვენს ქსელში. 17 დღის სტატისტიკის გათვალისწინებით, ვინარჩუნებთ მომხმარებელს და მათი რაოდენობა არ შემცირებულა", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ერთ-ერთ ლაბორატორიასთან თანამშრომლობენ, რომელიც კორონავირუსის სწრაფ ტესტს იმ მომხმარებელს, რომელსაც “მწვანე პასპორტი” არ აქვს, ადგილზე უკეთებს.

“ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ლიცენზირებულ ლაბორატორიასთან, რომელიც ადგილზე უფასოდ უკეთებს სწრაფ ტესტს იმ მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს "მწვანე პასპორტი". ეს ღონისძიება გვაძლევს მათი შენარჩუნების საშუალებას”, - აცხადებენ “წიქვილი ჯგუფში”.

რაც შეეხება "მწვანე სტატუსის" გადამოწმების საკითხს, რესტორანში ამბობენ, რომ პროცესი ნორმალურად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

პირს "მწვანე სტატუსი" აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “მწვანე პასპორტი” უვადოდ ენიჭება. აღსანიშნია, რომ მთავრობამ არ გამოიყენა რამდენიმეთვიანი შეზღუდვა, რასაც ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ კოვიდგადატანილი პირებისთვის.