20.იანვარი .2023 17:45

მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე კონკურენციის სააგენტოში 84 განცხადება შევიდა

მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე კონკურენციის სააგენტოში 84 განცხადება შევიდა
views 468
უკან

მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტოში 84 განაცხადი შევიდა - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა განაცხადებებს 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან იღებს. როგორც გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი განაცხადი ონლაინვაჭრობას უკავშირდება. ამჟამად სააგენტო კომპანია USA2Georgia-სთან არის დავაში ჩართული, საქმე კომპანიის მიერ მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევას უკავშირდება.

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად, ქვეყანაში მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 1 ნოემბრიდან, განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო.

2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოში 84 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 47 საქმეზე შესწავლა დაიწყო. მათ შორისაა, USA2GEORGIA-ს ქეისი. აღნიშნულ პერიოდში, 4 საქმეზე სააგენტომ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს პასუხისმგებლობა - შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, ვისაც წარსულში მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების 80% ონლაინვაჭრობასთან იყო დაკავშირებული.

სტატისტიკის მიხედვით, განაცხადებში 36% თანხის დაბრუნებას; 26% ნივთის შეკეთებას; 20% შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვას; 11% უსამართლო სავაჭრო პირობებს; 5% ნივთის დაბრუნებას შეეხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა