„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობის მთავარი სადისკუსიო თემა.
შეხვედრის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ მიმოიხილა კანონის ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა, ხოლო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებები, რომელიც მოიცავს, როგორც საქონლის შეცვლა/შეკეთების წესს, ასევე გარანტიის შესახებ ინფორმაციას, მომხმარებლის ვალდებულებებსა და სხვა. ასევე საუბარი შეეხო კანონისმიერ გარანტიებს, ხელშეკრულებიდან გასვლის პირობებს, ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობებსა და უსამართლო კომერციულ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები და კანონის შესაბამისად შემუშავებულ საქმის შესწავლის წესი და პროცედურები.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ასოციაციის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ პასუხები მათთვის ყველა აქტუალურ საკითხზე.
„მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბიზნესისთვის, რადგან მომხმარებლის კმაყოფილება ამავდროულად განსაზღვრავს სტაბილურ განვითარებას. თუმცა მსგავსი სტანდარტების დანერგვისას მნიშვნელოვანია ნორმებისა და რეგულაციების სწორი ინტერპრეტაცია და ერთგვარობანი პრაქტიკის შექმნა, რათა შევამციროთ არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რისკები. სწორედ ამ მიზნით, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომუნიკაცია ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი