მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომზადდა კანონპროექტი, რომელიც უსახური შენობა-ნაგებობების მეპატრონეების დაჯარიმებას ითვალისწინებს

5e05004e48b6f
BM.GE
26.12.19 23:42
1166
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიში მოისმინა.  მზია გიორგობიანმა დეპუტატებს სამინისტროს 2019 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც უსახური შენობა-ნაგებობების მეპატრონეების დაჯარიმებას ითვალისწინებს. საუბარია ისეთ შენობებზე, რომლის რემონტის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა შეუსაბამოა ისტორიულ, არქიტექტურულ იერ-სახესთან და ლანდშაფტურ გარემოსთან. საჯარიმო სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და მის დამხმარე შენობა-ნაგებობებზე, რათა არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები. კანონპროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენაზე.

მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ამავე კოდექსში ასევე გათვალისწინებულია ცვლილებების მიღება, რომელიც სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნას უზრუნველყოფს. პროექტებში ასევე აისახება დეცენტრალიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებული საკითხები.

ქალაქ თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითვალისწინებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასევე მოამზადა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის“ შესახებ კანონის პროექტი. ცვლილებები ეხება კოდექსის მოქმედ რედაქციაში გარკვეული საკითხების დაზუსტებას. აგრეთვე, საჭიროა განისაზღვროს სტრატეგიულ გარემოსდაცვითი და გარემოზე ზემოქმედების შეფასებების ურთიერთმიმართება.