მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული და ფისკალური ნაბიჯების გარეშე კრიზისი ისტორიული მასშტაბის შეიძლება იყოს - ISET

5e7b566438102
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.20 17:30
1316
ახალი კორონავირუსის (COVID-19) აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა, რის გამოც გლობალური ეკონომიკური რეცესიის წინაპირობები უკვე შეიმჩნევა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს საბაზისო მშპ-ის ზრდა ვირუსის შედეგად შეიძლება 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს. ეკონომიკური აქტივობის კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მაინც იქნება ის, თუ რამდენად მასშტაბური იქნება კრიზისის გავლენა რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაზე. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მხრიდან როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული სახით არ იქნა ამ გამოწვევაზე პასუხი გაცემული, მაშინ კრიზისმა ისტორიულ მასშტაბებსაც მიაღწიოს. 

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ შეიძლება ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში 0.8%-ით, პესიმისტური სცენარის შემთხევაში კი 5.4%-ით შეამციროს მშპ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ფულადი გზავნილები შეიძლება 114 მლნ. აშშ დოლარით შემცირდეს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ამ რიცხვმა შეიძლება 629 მლნ. აშშ დოლარს მიაღწიოს.

"მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინირებული ღონისძიებების გარეშე, ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში შეიძლება ისტორიულ მასშტაბებს მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად და ეფექტიანად უპასუხა პანდემიას, თუმცა კრიზისის მასშტაბი სწრაფად იზრდება და მალე დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. ამ კუთხით საქართველომ უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და გაატაროს ფისკალური სტიმულირების უფრო ძლიერი ზომები, რათა ეფექტურად დაუკავშირდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კრიზისის გამო:
  • დაბალი პროცენტის მქონე სესხების უზრუნველყოფა დაზარალებული პირებისთვის ან პირდაპირი ფულადი სახსრების გამოყოფა დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ხანდაზმულები და ბავშვები ჰყავთ;
  • ე.წ. „ფული ვერტმფრენიდან“ ან ფულადი ტრანსფერები იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალიც გარკვეულ ზღვარს ქვემოთაა; 
  • სახელმწიფო სუბსიდიების საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა;
  • კომპანიების წახალისება კრიზისის მომდევნო თვეებში დასაქმების დონის შენარჩუნების პირობით. 

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია შეამციროს უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე არსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ეს გაუფასურებისა და ინფლაციის მოლოდინების წარმოქმნის გარეშე გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში სესხებისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას,"- ნათქვამია ISET-ის შეფასებაში.