30.ნოემბერი .2022 14:28

მონეტარული პოლიტიკა იქნება მკაცრი, სანამ ინფლაციური მოლოდინები არ შემცირდება - გვენეტაძე

მონეტარული პოლიტიკა იქნება მკაცრი, სანამ ინფლაციური მოლოდინები არ შემცირდება - გვენეტაძე
views 660
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები შემცირდება.

საქმე ის არის, რომ ამჟამად საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 11%-ს შეადგენს. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შესახებ შემდგომი გადაწყვეტილება 21 დეკემბერს უნდა მიიღოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებამაც, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაში აისახება.

“მხოლოდ სებ-ის მანდატი არის საშუალოვადიან პერიოდში დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია ნარჩუნდება და ეს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მხრიდან გატარდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ასევე მთავრობის მხრიდანაც განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია. წელს საკმაოდ ძლიერი ფისკალური კონსლიდაცია იქნება და ის შემდეგ წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ის იქნება მკაცრი, მანამ სანამ ჩვენ არ დავინახავთ, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება. ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუკი ამის საჭიროება დადგება,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

სებ-ის პროგნოზის თანახმად, 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია ჯერ 5.2%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო წლის ბოლოს კი 3.4%-მდე უნდა იკლოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა