აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, საფონდო ბირჟაზე მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციები იზრდება: გასულ 24 საათში Dow Jones-ის ინდექსი 1%-ითაა გაზრდილი; S&P 500-ის ღირებულებამ 1.46%-ით მოიმატა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი 2.50%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კაპიტალის ბაზრისთვის არასასურველი მოვლენაა, რომელსაც, ტრადიციულად, დაღმასვლის ტენდენცია მოჰყვება ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში საპირისპირო ტენდენციის განვითარება ინვესტორების მოლოდინებს უკავშირდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ბაზრის ისედაც ყველა მონაწილისთვის მოსალოდნელი იყო, თუმცა FED-ის მიერ განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით ზრდამ, რომელიც ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება, განაკვეთის 100-პუნქტიანი ზრდის პერსპექტივის ნეგატიური მოლოდინები გააქარწყლა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა საფონდო ბირჟაზე.
გასულ დღეს განსაკუთრებით გამორჩეული შედეგი უმსხვილეს ავიამწარმოებელ კომპანია Boeing-ს ჰქონდა, მისი აქციების ღირებულება ერთ დღეში 9.1%-ით გაიზარდა, რაც საწარმოო შესაძლებლობების გაზრდასთან და სამომავლო პროგნოზების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. მიმდინარე წლის განმავლობაში Boeing-მა 165 თვითმფრინავის მშენებლობის წარმატებით დასრულება შეძლო, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს.
ოთხშაბათის სავაჭრო სესია პოზიტიურ ნოტაზე დასრულდა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, კერძოდ, Tesla-ს აქციების ღირებულება 5.48%-ით გაიზარდა; ხოლო მისი კონკურენტი Lucid-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.54%-ითაა მომატებული. აღნიშნული კომპანიების აქციების ზრდა მათ მიერ წარმოებული ელექტრომობილების სარეალიზაციო ფასების ზრდასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ გაზრდილი მოთხოვნისა და ფასები ფონზე, Tesla-ცა და Lucid-იც ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას შეძლებენ.
ზრდის საკმაოდ ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებითაც: ვიდეო-კონფერენციების პლატფორმა Zoom-ის აქციები 5.7%-ით გაიზარდა; Tinder-ის მფლობელი ჰოლდინგის, Match Group-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.5%-ით მოიმატა; 5.3%-ით გაიზარდა Amazon-ის აქციების ღირებულება; ხოლო Splunk-ის კაპიტალიზაცია 5.1%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება Dow Jones-ის ინდექსში წარმოდგენილ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: Microsoft (+2.9%); Goldman Sachs (+2.7%); Salesforce (+2.5%); Nike (+2.5%); Cisco (+2.1%); Apple (+2.0%); Intel (+1.9%); Disney (+1.8%).
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ