მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება უნდა დაიწყოს - „პაშა ბანკის“ დირექტორი

633c50ac9121c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.22 19:40
680
„პაშა ბანკის“ დირექტორის თქმით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შეამციროს. ამის შესახებ ნიკა შურღაიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და პრემიერის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის ეთანხმება ეროვნული ბანკის პროგნოზს ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს გამოწვევა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის საერთოა.

„ეროვნული ბანკის პროგნოზი ფართო კორიდორი აქვთ ნაჩვენები, მაგრამ ინფლაცია შემცირებისკენ არის მიმართულები. მონეტარული პოლიტიკა უნდა შემცირდეს. მთელ მსოფლიოში ძალიან რთული გარემოა, რის გამოც ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციასთან მიმართებით ადეკვატურია“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ.

ცნობისთვის: 14 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდეს.