მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიატორი": მედიის როლი ეკონომიკური რეფორმების პროცესში

61b9c7e2068f7
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 09:45
642
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და "ინტერნიუს საქართველოს" ორგანიზებით, "მედიატორის" გაცნობით ღონისძიება გაიმართება.

მედიატორი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ინტერნიუს საქართველოს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. პლატფორმის მიზანია, ფაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკური ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში მედიის მონაწილეობის ხელშეწყობა.

ღონისძიებას გახსნიან თამარ სულუხია, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და პიტერ ვიბლერი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი. მედიატორზე, მის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრებენ გიორგი პაპავა, მედიატორის პროექტის მენეჯერი და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი და თინათინ ნაჭყებია, მედიატორის პროექტის ტრენინგების მენეჯერი და "ინტერნიუს საქართველოს" პროექტების დირექტორი.

ღონისძიებაზე ორი პანელური დისკუსია გაიმართება. პანელის მონაწილეები არიან:

პანელი 1: მედიის როლი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგში

• პიტერ ვიბლერი, მისიის დირექტორი, USAID/საქართველო
• კობა გვენეტაძე, საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი
• ჯორჯ უელტონი, აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
• გიორგი ისაკაძე, მთავარი რედაქტორი, Forbes Georgia; მმართველი პარტნიორი, BMG

პანელი 2: მონაცემთა ჟურნალისტიკის პერსპექტივები საქართველოში

• მაკა ანთიძე, ტრენერი ეკონომიკური საკითხების გაშუქებაში, MediaTOR; ლექტორი, GIPA
• ნინო ბაქრაძე, ტრენერი მონაცემთა ჟურნალისტიკაში, MediaTOR; დამფუძნებელი, iFact
• ელენე კვანჭილაშვილი, ტრენერი ახალ მედიაში, MediaTOR; აღმასრულებელი რედაქტორი, Forbes Georgia.