მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობკომპანია BP მესამე კვარტალში $3.3-მილიარდიანი მოგების შესახებ აცხადებს

61813e1ecb6c6
ნათია თაქთაქიშვილი
02.11.21 21:00
795
ბრიტანეთის წამყვანი ნავთობკომპანია BP მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი მოგების შესახებ აცხადებს, რაც ნავთობპროდუქტებზე მომატებული ფასებით არის განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ნავთობკომპანიის წმინდა მოგებამ მესამე კვარტალში 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა კვარტალში მისი მოგება 2.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, და ეს მაშინ როდესაც, BP-ის მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გასული წლის მესამე კვარტალში კომპანიის მნიშვნელოვნად შემცირებული წმინდა მოგება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, რამაც ნავთობის ფასები მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო წელს მისი ფასი დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში BP-იმ ათწლიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია ნავთობის და გაზის წარმოების 40%-ით შემცირებას გეგმავს, ამასთან კომპანია ისეთი ენერგიის წარმოების ზრდას განიხილავს, სადაც ნახშირბადის შემცველობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ამ კუთხით კომპანია წელიწადში დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარის დახარჯავს.