მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონოპოლიზებულ სექტორებში ფასების ზრდის ტემპის შენელება არ შეინიშნება - აკაკი ცომაია

642a959c4ff60
გიგა ბენია
03.04.23 13:07
437
2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მიგრანტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, ფასების ზრდის ტემპიც მცირდება. ამასთან, აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპის შემცირების მიზეზი გამყარებული ლარიცაა.

"მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, ფასების ზრდის ტემპიც თანდათან მცირდება. ამას ის მდგომარეობაც ამყარებს, რომ ლარი საკმაოდ გამყარებულია. თუ არსებული ტემპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ინფლაციის დონის კლება კიდევ გაგრძელდება. რაც შეეხება სექტორებს. ზოგან ტემპის შემცირება არ შეინიშნება, ამას დრო სჭირდება. ზოგადად, რაც უფრო მონოპოლიზებულია სექტორი, ამ სექტორში ფასების ზრდის ტემპის შენარჩუნებას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე იქ, სადაც კონკურენცია მაღალია", - აცხადებს აკაკი ცომაია.


ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გადალახა. სებ-ის პროგნოზით, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ, 3%-ზე დონეზე დაბალი იქნება.