მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Petrocas-ის ჯგუფში შემავალ ფოთის ნავთობტერმინალს?

63063f6623fc9
ნინო ტაბატაძე
24.08.22 22:00
1404
18.7 მლნ-ის ამონაგები და 6.88 მლნ ლარის მოგება - ასეთი ფინანსური შედეგებით დაასრულა 2021 წელს საქმიანობა Petrocas-ის შვილობილმა „ჩენელ ენერჯიმ“, რომელიც ფოთის პორტში ნავთობის ტერმინალს ფლობს.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ „ჩენელ ენერჯის“ შემოსავალი 1%-იან ზრდას აჩვენებს. ამ ფაქტს მენეჯმენტი გადატვირთული ნავთობპროდუქტების მოცულობის სტაბილურობას უკავშირებს.

„კომპანიამ საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად მისი ფიქსირებული აქტივების ხელახლა შეფასება და მშობელი კომპანიისთვის ვალის დაფარვა მოახერხა. შედეგად, 2021 წელს წლიურმა მოგებამ 6,889,879 ლარი შეადგინა, რაც 20%-ით ნაკლებია 2020 წელს წარმოქმნილ მოგებაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩენელ ენერჯი“ ფოთში ნავთობის ტერმინალებს სასაწყობე, გამტარი და ლოჯისტიკური საშუალებებით ფლობს. აღნიშნული ტერმინალი ნავთობპროდუქტების სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტიდან მიღება/ გადატვირთვას  ახორციელებს.

კომპანიას აკონტროლებს შპს Channel Energy (Eire), რომელიც კაპიტალის 75% ფლობს, 25%-ის მფლობელი კი, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურია“. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს  Petrocas Energy International წარმოადგენს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი - 49%  გამოისყიდა. 

შესაბამისად, Rosneft-ი ოფიციალურად აღარ არის დაკავშირებული “გალფთან”, “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.