მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moody’s - "იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტი ბაზრის განვითარების საფუძველს ქმნის"

61e93f10d7d8f
BM.GE
20.01.22 15:04
1074
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s - მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე თავის ანგარიშში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა.

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების პროექტის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონის პროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

"იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში", - აღნიშნულია Moody’s - ის ანგარიშში.