24.ოქტომბერი .2019 12:30

Moody's– მა რუსული საბანკო სექტორის საკრედიტო რეიტინგი "პოზიტიურიდან" "სტაბილურისკენ" შეცვალა

Moody's– მა რუსული საბანკო სექტორის საკრედიტო რეიტინგი
views 550
უკან

სარეიტინგო კომპანია Moodyʼs-მა რუსული ბანკების საკრედიტო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურისკენ“ შეცვალა. მიზეზი რუსეთის ეკონომიკის სუსტი ზრდაა, ანალიტიკოსების აზრით, ეს მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში ქვეყნის საბანკო სექტორის განვითარებას შეაფერხებს.

სააგენტომ რუსეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2019 წლისთვის 1.6% -დან 1.2%-მდე შეამცირა. 2020 წელს კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%-ით არის განსაზღვრული.

Moody's თვლის, რომ მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა შეზღუდავს მოხმარებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს წარმოებასა და ვაჭრობაზე. გარდა ამისა, სანქციები ზღუდავს უცხოური კაპიტალის დაშვებას ბაზრებზე, ხოლო ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული მთავრობაზე.



ანალიტიკურ სააგენტოს ექსპერტების ვარაუდით, რუსეთის საბანკო სექტორი მხარდაჭერილი იქნება ცენტრალური ბანკის მოქნილი მონეტარული პოლიტიკითა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსით.