01.ოქტომბერი .2022 23:56

Moon World Resorts - როდის იგეგმება დუბაიში, მთვარის ფორმის სასტუმროს გახსნა?

Moon World Resorts - როდის იგეგმება დუბაიში, მთვარის ფორმის სასტუმროს გახსნა?
views 726
უკან

Moon World Resorts-ის გუნდის წევრები მთვარის ფორმის სასტუმროს პროექტირებაზე მუშაობენ. საუბარია გიგანტური სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც დამსვენებელს დედამიწაზე მიიღებს.

მთვარის გიგანტური სასტუმრო რამდენიმე სფეროთი იქნება დაკომპლექტებული, თითოეულს კი გრანდიოზული მასშტაბი ექნება, სრული რეალისტური კრატერებითა და ტექსტურით - სფეროების სიმაღლე 224 მეტრი, ხოლო გარშემოწერილობა 2042 ფუტი იქნება.

მთვარის სასტუმროს იდეის ავტორების თქმით, გიგანტური სასტუმროს თითოეული სფერო ძალიან მდიდრული და თანამედროვე იქნება - სრულად მორგებული დამსვენებლების საჭიროებებზე. გიგანტურ მთვარეზე დამსვენებელი ისარგებლებს საკონფერენციო ცენტრით, რესტორნებით და სპა სერვისებით, რომელსაც მეტი ეფექტისთვის მთვარის ელფერი ექნება.

ჯერჯერობით, სასტუმროს მხოლოდ რამდენიმე რენდერი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სასტუმროს კოსმოსური ხომალდის სტილის ინტერიერი და თემატური სივრცეები გამოარჩევს, მათ შორის გასართობი პარკიც არაერთი ატრაქციონით, რომელიც მთვარეზე სიარულის მსგავს შეგრძებებს იწვევს. იდეის ავტორების თქმით, ეს იმ დამსვენებლებს მისცემს შესაძლებლობას, რომლებიც მთვარეზე სეირნობაზე სულ ოცნებობდნენ.

სასტრუმროს დასრულების ვადად ავტორები, სავარაუდოდ, ორ ათწლეულს ასახელებენ. ეს დრო კი ხანგრძლივი იმიტომაა, რომ პროექტს უზარმაზარი ტექნიკური გამოწვევები აქვს. ამავე პერიოდში მთვარის ოთხი კურორტის აშენება იგეგმება: ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და ერთიც აზიაში. Moon World Resorts-ის პირველი სასტუმრო კი არაბეთის გაერთიანებული საამიროებში - კონკრეტულად დუბაიში აშენდება. მიზეზი მარტივია - დუბაი ხომ ტურისტებში დიდი პოპულარობით არაერთი ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტით სარგებლობს.

ასე რომ, კოსმოსური ტურიზმი, რომელიც დღეს საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა, რაც მოგზაურებისთვის მთავარი ბარიერია, მალე დედამიწაზე გადმოინაცვლებს. Moon World Resort-ის სასტუმროში რეგისტრაცია კი სტუმრებს $500 დაუჯდებათ.

სასტუმროს იდეის ავტორები ახლა პირველ ინვესტორებს ელიან. მშენებლობის საწყისი ეტაპისთვის 5 მილიარდი დოლარია საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუ საწყისი კაპიტალის მოძიება შესაძლებელი 2022 წლის ბოლომდე იქნება, სასტუმრო მაქსიმუმ 5 წელიწადში გაიხსნება.