მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოქალაქები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან“

5f3137562b687
ვიქტორია მღებრიშვილი
10.08.20 16:04
983
„მოქალაქები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან“, - ამის შესახებ  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების გამკაცრების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს, თუ ისინი გასული 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, 

"COVID-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უწყებები მესტიის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს, ან დაუკავშრდნენ 112-ს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ STOPCOV.ge-ის აპლიკაცია, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულებთან შესაძლო კონტაქტს“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.