მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ

5fa7dba55f5fe
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 15:25
798
საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ.

აქციას ოპოზიციური პარტიები სრული სპექტრი ესწრება გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელიც საპროტესტო აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავს. აქცია პარალელურ რეჯიმში იმართება ასევე ბათუმში.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარედ ტერიტორია სრულად ათვისებული აქვთ, რის გამოც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 1%-იანი ბარიერი სულ 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ამასთან, მაჟორიტარული წესით პირველივე ტურში "ქართულმა ოცნებამ" 14 ოლქში გაიმარჯვა, 16 ოლქში კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს. არსებული მდგომარეობით, ყველაზე მეტი - 75 მანდატი "ქართულ ოცნებას" აქვს, საიდანაც 61 პროპორციული წესით, 14 კი მაჟორიტარული წესით მიიღო. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველო" (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).

3 ნოემებრს კი ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და აპირებენ ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას, რათა მოხდეს არჩევნების შედეგების სამართლიანი გადათვლა.