მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოქალაქეები წვეულებებისთვის დიდ კერძო სახლებს და აგარაკებს ეძებენ" - Myhome.ge

6060125472814
თათია ჩაფიჩაძე
28.03.21 09:46
2218
თბილისში წვეულების გამართვისთვის საჭირო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. Myhome.ge-ს პროექტების ხელმძღვანელის მადონა კაჭკაჭაშვილის ინფორმაციით, მომხმარებლები ამ ტიპის ბინებს დღემდე აქტიურად ეძებენ.

რაც შეეხება თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასს, მისი თქმით, ცენტრალურ უბნებში კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ის ფარგლებშია.

„ქირის ფასი შემცირებულია როგორც ძველ, ასევე ახალ ბინებზე. გამონაკლისია ჩუღურეთის მიმართულება, სადაც გასაქირავებელ ბინებზე კომერციულისგან განსხვავებით ფასის ზრდა ფიქსირდება. თვიური ქირა ისეთ უბნებში როგორიცაა მაგალითად კრწანისი, ძველი თბილისი, საბურთალო საშუალოდ 20-25%-ით შემცირებულია. გარეუბნებში ეს კლება უფრო ნაკლებია და საშუალოდ 10%-ის ფარგლებშია.

რაც შეეხება დღიურად გასაქირავებელ ბინებს, აქ მოთხოვნა შემოდგომასთან შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ეძებენ დიდი ზომის კერძო სახლებს და აგარაკებს, სადაც შესაძლებელია წვეულებების მოწყობა. ის დატვირთვა, რაც მანამდე იყო სარესტორნო და პაბების მიმართულებით, წავიდა დღიურ გაქირავებაზე. რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად მოლოდინია, რომ სურათი შეიცვლება, თუმცა თუდნაც თებერვალში რომ გდომოდათ ბინის დაჯავშნა, ვერ შეძლებდით, ვინაიდან მარტის ბოლომდე ყველა ასეთი ქონება დაკავებული იყო“ - განმარტავს კაჭკაჭაშვილი.