მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებმა 43 მლნ ლარამდე დაზოგეს - სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე

62864ff7a828f
მარიამ ვარადაშვილი
19.05.22 18:09
668
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მეშვეობით მოქალაქეებმა ჯამში 43 მლნ ლარამდე დაზოგეს. ამ ინფორმაციას სამინისტრო იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებლის შეისწავლის საფუძველზე ავრცელებს.

“კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს”,-აცხადებენ სამინისტროში.

მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი.

„საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“,-განაცხადა ღუდუშაურმა.