მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებმა გადაადგილებისას პირადობის მოწმობები უნდა ატარონ - მთავრობა

5e8206b5cc719
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.20 19:00
1418

საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, გადაადგილებისას თითოეული მოქალაქე ვალდებულია, თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იქონიოს.

აღნიშნულის შესახებ დღეს საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეთა და სახელმწიფოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს იმ შეზღუდვების ეფექტიანობას, რომელიც საგანგებო რეჟიმის პირობებში ხვალიდან ამოქმედება.

„პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ კონტროლის შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში ზუგდიდში და გორში ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების მიზნით.
ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილების პირობებში თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამ შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება და რაც მთავარია, სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს შორის თანამშრომლობა, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ის შედარებით წარმატებული პასუხი გამოწვევაზე, რომელიც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ “, - განაცხადა გახარიამ.