კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეებმა თადარიგი დაიჭირეს და არამხოლოდ საკვები პროდუქციის პანიკური შესყიდვები, არამედ მედიკამენტების მომარაგებაც დაიწყეს.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რამდენად მზად არის სააფთიაქო ქსელები იმისთვის, რომ უპასუხონ გაზრდილ მოთხოვნას და ჩაკეტილი საზღვრები ხომ არ შეუქმნის მედიკამენტების იმპორტს საფრთხეს.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს 3-დან 6 თვემდე მარაგები გააჩნიათ და მომწოდებლებისგანაც პრობლემების შექმნას დღეის მდგომარეობით არ ელოდებიან, თუმცა ირინა ჭელიძე დადასტურებით ვერ ამბობს, რომ მომავალში ტრანსპორტირების კუთხით პრობლემები არ იქნება.
„ეს არის შიშის ფაქტორი. მაშინვე მწარმოებლებს დავუკავშირდი და ვკითხე თქვენ ხომ არ შეგექმნებათ პრობლემა მოწოდების. თქვეს, რომ არა, თუმცა ჩვენც არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. როცა მოდის ევროპიდან მანქანა, უნდა გამოიაროს რამდენიმე ქვეყანა და ყველა ყოველ წუთას ცვლის რეგულაციას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტვირთების გადაადგილება არ არის შეზღუდული. თუ ლოგისტიკური პრობლემა არ შეიქმნება, წამლების დეფიციტი გამორიცხულია“, - აცხადებს ირინა ჭელიძე.
ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები ადასტურებენ, რომ გააქტიურებულია მედიკამენტების შესყიდვები, თუმცა აცხადებენ, რომ ნაშთები არსებობს და ქსელებში დეფიციტი არ შეიქმნება. ერთადერთი, რაც დეფიციტშია, ეს არის ანტისეპტიკური საშუალებები, ნიღბები და ხელთათმანები. კომპანიები გადაჭრით ვერ პასუხობენ, როდის მოხდება ქსელების დეფიციტური პროდუქტებით შევსება.
„ძირითადად გაიზარდა ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე მოთხოვნა. თუ ერთ ფირფიტას ყიდულობდნენ, ახლა ყიდულობენ კოლოფით ან ორი კოლოფით.
მედიკამენტების ნაშთი გვაქვს დიდი, 3-6 თვიდან მარაგები გვაქვს. რისკი, რომ დეფიციტი იქნება არ არის. ამასთან მომწოდებლებთან გვაქვს ურთიერთობა და ისინიც ფიქრობენ, რომ რისკი არ არსებობს. დეფიციტი არის ნიღბებზე და სადეზინფექციო გელებზე“, - აცხადებს "პსპ"-ს საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ხაბეიშვილი.
მედიკამენტების გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ "ჯიპისიშიც". კომპანიამ დღეს განცხადებაც გაავრცელა.
„ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობამ დაიწყო როგორც საკვები პროდუქტების, ასევე მედიკამენტების მომარაგება. დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ დღეისთვის სამკურნალო პრეპარატების, ასევე ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების კუთხით ჯსპ-ში ნაშთების პრობლემა არ დგას. ვესაუბრეთ გარე მომწოდებლებს და მათი მხრიდანაც რაიმე შეფერხება არ დაფიქსირებულა. არასაჭირო და რადიკალურად გაზრდილი შესყიდვებით, პირიქით იქმნება ხელოვნური დეფიციტი და ამით მხოლოდ ის ადამიანები ზარალდებიან, ვისაც რეალურად, იმ მომენტისთვის ესაჭიროება ესა თუ ის პრეპარატი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი